„პრემიერ-მინისტრის დავალებით, უახლოეს მთავრობის სხდომაზე უკვე აიტვირთება გადახდისუუნარობის კანონის პროექტის სამუშაო ვერსია მთავრობაზე განხილვისთვის და შემდეგ, ბუნებრივია, გადაეგზავნება პარლამენტს”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა ინვესტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, კანონის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების პროცესში.
„გადახდისუუნარობის კანონი, რაზეც არაერთხელ აღინიშნა ბიზნესის მხრიდან და ეს არის საკითხი, რომელიც ფაქტობრივად წლების განმავლობაში აწუხებს ბიზნეს და ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიურად მუშაობა. კონკრეტულად დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, უახლოს მთავრობის სხდომაზე უკვე აიტვირთება ამ კანონის პროექტის სამუშაო ვერსია მთავრობაზე განხილვისთვის და შემდეგ, ბუნებრივია, გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო საქმიანობის შესაბამისად, საგაზაფხულო სესიაზე დავასრულებთ ამ კანონის პროექტზე მუშაობას და მივიღებთ. განსაკუთრებული მახასიათებლები, რაც ამ კანონს აქვს, რაც წლების განმავლობაში ბიზნესისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს პრობლემები გადაჭრილიყო, არის: პირველი - აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების პროცესში, მეორე - ფინანსთა სამინისტროს უპირატესობა ბიზნესის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში არის დათმობილი”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი, რაც დღევანდელ შეხვედრას მოჰყვა, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონია.
„მეორე კონკრეტული შედეგი, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა, ეს არის საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი და ზოგადად კაპიტალის ბაზრის მიმართულება. საინვესტიციო ფონდების კანონი, ერთ კვირაში წარედგინება მთავრობის სხდომას განხილვისთვის და შემდგომ პარლამენტში გაგზავნისთვის. განსაკუთრებული, რაც კანონს ახასიათებს და მნიშვნელოვანია, ეს არის საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები, რომლებიც საინვესტიციო ფონდებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება და ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მათ შორის საინვესტიციო ფონდების კუთხით. ასევე გადაწყდა, რომ რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება პირველი შეიქმნება ენერგეტიკის რეფორმის ფარგლებში, სადაც ჩაერთვება ინვესტორთა საბჭოს სამდივნო და ბუნებრივია, მოახდენს პროცესში ბიზნესის და ბიზნესის წარმომადგენლების აზრის გათვალისწინებას და პოზიციონირებას. ასევე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით , როგორიცაა საქართველოს საინვესტიციო მიზიდულობის ზრდა, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც დღეს იყო საუბარი ინვესტორთა საბჭოზე , - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის