მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა ეკონომიკური საბჭოს სხდომა გამართა - განხილული საკითხები

6337e3566a4cd
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.22 10:53
599
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაცია, სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

„ყურადღება გამახვილდა 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებსა და პროგრამებზე.

ხაზი გაესვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და არსებული პოზიტიური ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.