მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა ინვესტორთა საბჭოს სხდომა გამართა - თემები, რაზეც იმსჯელეს

5ef0a8dbcbcd4
თელარა გელანტია
22.06.20 16:47
1089
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში ინვესტიციების წახალისების ხელშესაწყობად საბჭოს რეკომენდაციები განიხილეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაზე, ენერგეტიკისა და განათლების სექტორებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინვესტორთა საბჭოს როლს კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით.

აგრეთვე, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რაშიც ინვესტიციების მხარდაჭერა და საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.