მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი - "ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე"

5e75f7a3d11d4
ინგა მურუსიძე
21.03.20 15:13
1846
ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე ერთი თვით.

„დღეს საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მდგომარეობა მძიმეა და ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები. გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული რჩევების საფუძველზე, სახელმწიფომ შეძლო და ჩვენ მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის გავრცელების ტემპი და მასშტაბები. მათი ერთობლივი დამსახურებაა, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია. ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ და ამით უნდა ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჯანდაცვის სისტემის და სახელწმიფო უწყებების ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ამ ახალ ფორმას დასჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რეკომენდაციის საფუძველზე, პრემიერის წარდგინების საფუძველზე და კონტსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.