მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი მოქალაქეებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს

62a8c54862c3f
თელარა გელანტია
14.06.22 21:26
1100
საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს 16 ივნისს, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გთავაზობთ, 16 ივნისსს ყველა შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე - დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა“ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ევროპის მოედანზე მისვლისკენ საქართველოში ევროკავშირის ელჩსაც მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ანალოგიური შეთავაზება პოლიტიკურ პარტიებსაც გაუკეთა. "ყველანი მივიდეთ ევროპის მოედანზე, მიკროფონების გარეშე", - თქვა მან. 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მოძრაობა "სირცხვილიას" შესთავაზა, 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ნაცვლად, 16 ივნისს ევროპის მოედანზე დაგეგმილ შეკრებას შეუერთდნენ. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები