მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი ხვალ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

606edfc3399d5
BM.GE
08.04.21 14:00
681
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 9 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.