მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის საბჭოს წევრობის 19 მსურველიდან გასაუბრება 8 პირთან გაიმართება

642d844c633eb
გიგა ბენია
05.04.23 18:19
799
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულებულია და გასაუბრება მხოლოდ 8 კანდიდატთან გაიმართება.

„განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და 8 კანდიდატი შეირჩა, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნილო ბანკის საბჭოს წევრობაზე განაცხადის გაგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 15 მარტამდე იყო შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები