მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრივატიზაციიდან 11 თვეში ბიუჯეტში 157 მლნ შევიდა, წლიური გეგმა ₾300 მილიონია

63a85a248b41a
თელარა გელანტია
25.12.22 18:49
692
საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის გეგმას ჩამორჩება. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 11 თვის ანგარიშიდან ირკვევა.

საქმე ის არის, რომ წელს მთავრობა სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან 300 მილიონი ლარის შემოსავალს ელის, თუმცა 11 თვეში პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესულია 156,6 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (300 მლნ ლარი) 52.2%-ია.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ძირითადი აქტივების გაყიდვიდან შემოსულობებმა შეადგინა 134 051.5 ათასი ლარი, რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის (270 000.0 ათასი ლარი) 49.6%-ია, ხოლო არაწარმოებული აქტივების ანუ მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა - 22 561.5 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (30 000.0 ათასი ლარი) 75.2%-ია.

აღსანიშნია, რომ შესრულების შედარებით დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ პრივატიზაციის 300-მილიონიანი გეგმა არ შეცვალა.

ცნობისთვის: 2023 წლის ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს მთავრობა სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის შემოსავალს ელის.