მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აქვთ მოადგილეებს მინისტრებზე მაღალი ანაზღაურება - მთავრობის სახელფასო პოლიტიკა

ახალი მთავრობა

საქართველოში მინისტრის ანაზღაურება წლიურად 66-81 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, სამინისტროების უმეტესობაში მოადგილეებს მინისტრებზე მაღალი ხელფასები აქვთ.

საქმე იმაშია, რომ მინისტრის, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ანაზღაურება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2014 წელს შემცირდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, მინისტრებს პრემიის აღება აეკრძალათ, ხოლო მათ საბაზო ანაზღაურებად 5 ათასი ლარი განისაზღვრა. თუმცა, შედარებით ნაკლებად იკლო მინისტრის მოადგილეების მიერ აღებულმა ანაზღაურებებმა, შედეგად შეიქმნა ვითარება, როდესაც მოადგილეები ძირითადად მინისტრებზე უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებენ. სამინისტროების უმეტესობაში მინისტრებს 3-5 მოადგილე ჰყავთ.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მინისტრებს პრემიერ-მინისტრზე მაღალი ანაზღაურება აქვთ, რადგანაც პრემიერის წლიური ხელფასი 41 ათასი ლარია, რაც მინისტრის საშუალო ხელფასზე 25 ათასი ლარით, ანუ 61%-ით ნაკლებია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო:

  • ვახტანგ გომელაურის ანაზღაურება - 81 ათასი ლარი;
  • მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურება - 137 ათასი ლარი (მინისტრზე 56 ათასი ლარით, ანუ 69%-ით მეტი);
  • მინისტრის სხვა მოადგილეების ანაზღაურება - 121 ათასი ლარი (მინისტრზე 40 ათასი ლარით, ანუ 49%-ით მეტი).

თავდაცვის სამინისტრო:

  • ჯუანშერ ბურჭულაძის ანაზღაურება - 69 ათასი ლარი;
  • მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურება - 116 ათასი ლარი (მინისტრზე 47 ათასი ლარით, ანუ 68%-ით მეტი);
  • მინისტრის სხვა მოადგილეების ანაზღაურება - 113 ათასი ლარი (მინისტრზე 44 ათასი ლარით, ანუ 64%-ით მეტი).

ინფრასტრუქტურის სამინისტრო:

  • ირაკლი ქარსელაძის ანაზღაურება - 66 ათასი ლარი;
  • მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურება - 85 ათასი ლარი (მინისტრზე 19 ათასი ლარით, ანუ 29%-ით მეტი);
  • მინისტრის სხვა მოადგილეების ანაზღაურება - 83 ათასი ლარი (მინისტრზე 17 ათასი ლარით, ანუ 26%-ით მეტი).

ეკონომიკის სამინისტრო:

  • ლევან დავითაშვილის ანაზღაურება - 73 ათასი ლარი;
  • მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურება - 83 ათასი ლარი (მინისტრზე 10 ათასი ლარით, ანუ 14%-ით მეტი).
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეების (6 მოადგილე) მიერ, სამინისტროსგან თანამდებობრივი სარგოს სახით მიღებულმა შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 496,874.

ფინანსთა სამინისტრო:

  • ლაშა ხუციშვილის ანაზღაურება - 66 ათასი ლარი;
  • მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურება - 85 ათასი ლარი (მინისტრზე 19 ათასი ლარით, ანუ 29%-ით მეტი);
  • მინისტრის სხვა მოადგილეების ანაზღაურება - 83 ათასი ლარი (მინისტრზე 17 ათასი ლარით, ანუ 26%-ით მეტი).

იუსტიციის სამინისტრო:

  • რატი ბრეგაძის ანაზღაურება - 66 ათასი ლარი;
  • მინისტრის მოადგილეების საშუალო ანაზღაურება - 78 ათასი ლარი (მინისტრზე 13 ათასი ლარით, ანუ 20%-ით მეტი.)

მოადგილეების ანაზღაურებების შესახებ ინფორმაცია აღებულია რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები