ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია წარუდგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ხარჯები წინა წარდგენასთან შედარებით 165 მილიონი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 25 მილიარდ ლარს მიაღწევს. ხარჯები 2023 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი ლარით იზრდება.
ამ თანხიდან სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული მოხელეების ხელფასები 2.57 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც 2023 წელთან შედარებით 340 მილიონი ლარით არის გაზრდილი. სამინისტროების მიხედვით ყველაზე მეტ თანხას 2024 წელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დახარჯავს, რაც 7.8 მილიარდ ლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ჯანდაცვის უწყების დაფინანსება 720 მილიონი ლარით იზრდება. ზრდის მხრივ მეორე ადგილზეა განათლების სამინისტრო, რომლის ბიუჯეტიც 424 მილიონი ლარით 2.5 მილიარდ ლარამდე იზრდება. 220 მილიონი ლარით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი და ის 2024 წელს 801 მილიონ ლარს მიაღწევს.
უწყებების მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ასე ნაწილდება:
უწყება | 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი (ლარებში) | ზრდა/კლება 2023 წელთან |
ჯანდაცვის სამინისტრო | 7,829,150,000 | 720,730,000 |
ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 3,400,700,000 | 49,780,000 |
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | 2,508,044,000 | 424,357,300 |
თავდაცვის სამინისტრო | 1,380,000,000 | 110,000,000 |
შინაგან საქმეთა სამინისტრო | 1,260,000,000 | 114,000,000 |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | 801,000,000 | 219,820,000 |
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 688,000,000 | -10,580,000 |
კულტურისა და სპორტის სამინისტრო | 471,956,000 | 12,630,000 |
იუსტიციის სამინისტრო | 414,685,000 | 21,854,000 |
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | 210,000,000 | 30,000,000 |
საგარეო საქმეთა სამინისტრო | 187,500,000 | 1,500,000 |
ცენტრალური საარჩევნო კომისია | 171,219,000 | 94,006,500 |
საერთო სასამართლოები | 137,500,000 | 20,500,000 |
ფინანსთა სამინისტრო | 114,000,000 | 8,000,000 |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური | 102,000,000 | 19,200,000 |
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი | 101,190,000 | 0 |
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები | 86,636,000 | 9,176,000 |
პროკურატურა | 63,200,000 | 6,670,000 |
მთავრობის ადმინისტრაცია | 27,000,000 | 3,000,000 |
საპატრიარქო | 25,000,000 | 0 |
სსიპ – სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი | 24,000,000 | 3,100,000 |
დაზვერვის სამსახური | 21,000,000 | 3,000,000 |
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური | 19,000,000 | 4,000,000 |
სპეციალური საგამოძიებო სამსახური | 18,000,000 | 1,000,000 |
უზენაესი სასამართლო | 17,400,000 | 1,300,000 |
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო | 15,000,000 | 2,000,000 |
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური | 12,500,000 | 2,100,000 |
სახალხო დამცველის აპარატი | 11,500,000 | -275,000 |
იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 10,560,000 | 2,660,000 |
პრეზიდენტის ადმინისტრაცია | 9,600,000 | 285,000 |
სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო | 8,500,000 | 8,500,000 |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური | 8,000,000 | 2,500,000 |
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო | 6,500,000 | 50,000 |
საკონსტიტუციო სასამართლო | 6,200,000 | 400,000 |
სსიპ - კონკურენციის ეროვნული სააგენტო | 5,500,000 | 500,000 |
სსიპ - მეცნიერებათა ეროვნული აკადემია | 5,260,000 | 525,000 |
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი | 4,800,000 | 1,050,000 |
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 4,000,000 | 300,000 |
სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახური | 4,000,000 | -300,000 |