მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროცესი რთულად სამართავია, მაგრამ საქართველომ პანდემია მართა“ - დიმიტრი ხუნდაძე

6087dac839cc0
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.21 13:39
570
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის შეფასების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მსოფლიოში რთულად სამართავია, თუმცა საქათველომ პანდემიის მართვა შეძლო.

ამის შესახებ მან პარლამენტის საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დღეს პირველად საპარლამენტო უმცირესობის წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატებიც დაესწრნენ.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ქილიკი და გაკიცხვა ოპოზიციის მხრიდან არ უნდა ხდებოდეს.

„პროცესი რთულად სამართავია. მისი მართვა უჭირს მთელ მსოფლიოს, არის ხარვეზები და შეცდომები, მაგრამ საქართველომ ყველაზე რთულ პერიოდში შეძლო ის, რომ არც ერთი პაციენტი მკურნალობის გარეშე არ დარჩენილა. დღემდე 4 000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ, თუმცა მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით მეტი ყოფილიყო.

რა თქმა უნდა, სჯობს მეტი ტესტი და მეტი ვაქცინა, სჯობდა ჩვენი მედდა არ გარდაცვლილიყო, მაგრამ ჩასაფრება, სპეკულაცია და ქილიკი ამ საქმეს ნამდვილად არ წაადგება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.