მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროდუქტები, რომელიც ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

5f27bb5641667
ელენე გოგბერაშვილი
03.08.20 11:25
1160
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ  2020 წლის ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა. საქსტატის მიხედვით, ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფებიდან ყველაზე დიდი ტემპით - 11,5%-ით ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გაიზარდა. 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (32%), ყავა, ჩაი და კაკაო (17.4%), რძე, ყველი და კვერცხი (14.6%), თევზეული (14.3 %), ზეთი და ცხიმი (12.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 %), პური და პურპროდუქტები (9.4 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.1 %);

ასევე ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9 %);

ასევე ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებში ფასების შემცირებაც დაფიქსირდა, მათ შორისაა ტრანსპორტის სექტორიც.


ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 9.3 %-ით, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -1.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.9 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-7.1 %).