მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი - ჩეჩნეთის გავლით საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა კარგი აზრია, თუმცა, გეგმაში არ შედის

5dfbd11148290
BM.GE
19.12.19 23:31
1751
"რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა ამჟამად რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გეგმებში არ შედის, თუმცა, ეს გონივრულია", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ მასშტაბურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოსთან კომუნიკაციის პრობლემა მართლაც არსებობს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ყველაფერი თოვლით იფარება. ეს ჩვენ ვიცით. ეს კარგი აზრია, მაგრამ არ შედის ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იდეა ცნობილია და ის შეიძლება განხორციელდეს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

როგორც რუსული მედია წერს, საქართველოს მიმართულებით რუსეთიდან ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა 1996 წელს დაიწყო, თუმცა, 1998 წელს გაჩერდა.