მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამხედრო ობიექტები ბლოკირებულია" - პუტინი აღიარებს, რომ როსტოვში რთული ვითარებაა

64969f8d2ecd8
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 11:43
2226
რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსახლეობას პრეზიდენტმა მიმართა. ვიდეო მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხის ფონზე როსტოვში ვითარება მძიმე რჩება.

“როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტების მუშაობა ბლოკირებულია”,-განაცხადა მან.

მისივე თქმით, ახლანდელი ვითარება მოითხოვს ერთიანობას, კონსოლიდაციასა და პასუხისმგებლობას. “ისინი ვინც წინასწარი განზრახვით ადგანან სახელმწიფო ღალატის გზას, ამზადებენ და შეიარაღებას აძლევენ მეამბოხეებს, დაისჯებიან”,-განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა აჯანყებულების განეიტრალების, ხოლო ორგანიზატორების დასჯის ბრძანება მიიღეს.

ამას გარდა, ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს ღალატი უწოდა. "დავიცავთ როგორც ჩვენს ხალხს, ასევე ჩვენს სახელმწიფოებრიობას ყოველგვარი საფრთხისგან, მათ შორის შიდა ღალატისგან."

დღეს, 24 ივნისის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა.

რუსეთში ვითარება 23 ივნისს დაიძაბა, როცა "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათ დანაყოფზე სარაკეტო თავდასხმაში. პრიგოჟინის მტკიცებით, ამ თავდასხმას „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა ასევე განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლით დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა. 

რუსეთში ვითარება 23 ივნისს დაიძაბა, როცა "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათ დანაყოფზე სარაკეტო თავდასხმაში. პრიგოჟინის მტკიცებით, ამ თავდასხმას „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მისივე თქმით, მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლით დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა, თუმცა ამბობს, რომ სამხედრო გადატრიალებას არ აპირებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები