მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც მას ქვეყნის სათავეში დარჩენა 2036 წლამდე შეუძლია

606b5a7a4c871
თამთა ჯიჯავაძე
05.04.21 22:42
1022
რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც ვლადიმერ პუტინის მმართველობის გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა. ახალი კანონმდებლობით, რომელსაც პუტინმა ხელი უკვე მოაწერა, კრემლის ლიდერს ორი დამატებითი ვადით კენჭისყრის უფლება ეძლევა, რაც მას შესაძლებლობას მისცემს მმართველობაში 2036 წლამდე დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ პუტინი უკვე 20 წელზე მეტია, რაც რუსეთის მთავრობის სათავეშია. ამჟამინდელი მანდატი მას 2024 წელს ეწურება, რის შემდეგაც მას კიდევ ორჯერ მიეცემა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.