გავლენიანი გამოცემა BBC-ი ქართული ყველის წარმოების ტრადიციებზე და მის მომავალზე წერს, კერძოდ, მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ქართული ყველის მივიწყებულ ტრადიციებს ინახავს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბჭოთა პერიოდში ქართული ყველის წარმოების მეთოდები დაიკარგა, რაც საბჭოთა ეკონომიკის პოლიტიკის ნაწილი იყო.
BBC-ი ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს გაესაუბრა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ყველის სახეობების მოძიებასა და დარეგისტრირებაში, გარდა ამისა ანა არის ყველის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და აქტიურადაა ჩართული ქართული ყველის აღორძინების პროცესში. მიქაძე-ჩიკვაიძე ხშირად სტუმრობს შორეულ სოფლებს, სადაც გლეხები და ფერმერები ჯერ კიდევ ძველი ტრადიციების მიხედვით ამზადებენ ყველს.
როგორც მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე BBC-ისთან საუბარში აღნიშნავს, საქართველო თავისუფლად შეიძლება იყოს ყველის სამშობლო, ისევე როგორც ღვინის აკვანად აღიქმება. აღნიშნულის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს მცხეთის მუზეუმი, რომელიც თბილისიდან 26 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.
არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს თუ რამდენად ძველია ყველის წარმოების ისტორია საქართველოში. ირკვევა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყველის წარმოების ცალკეული ტექნიკა არსებობდა, რაც პროდუქტის ნაირფერობას უწყობდა ხელს. საბჭოთა გეგმური ეკონომიკის პირობებში გატარებული 70 წლის შედეგად კი ქართული ყველის წარმოების სხვადასხვა მეთოდები მივიწყებას მიეცა.
როგორც BBC-ი წერს, საბჭოთა ეკონომიკის ნაწილი იყო შეექმნათ მეტი პროდუქცია, რათა დაეკმაყოფილებინათ სსრკ-ს ხალხის მოთხოვნა, ამიტომ აქცენტი ხარისხზე ნაკლებად კეთდებოდა. განსხვავებული ყველის წამოება დიდ დროს მოითხოვდა და შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქტს იძლეოდა. ასე დარჩა მხოლოდ 4 ტიპის ყველი ბაზარზე: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდა. ძველი ტრადიციებით ყველის წარმოება მხოლოდ დაფარულად ხდებოდა, რადგან ბევრ ყველის მწარმოებელს ეშინოდა ამის გამო არ დასჯილიყო. დღეს ქართველთა უმრავლესობამაც კი არ იცის რომ ათობით სხვადასხვა ყველის ნაირსახეობა არის საქართველოში.
როგორც მიქაძე-ჩიკვაიძე აღნიშნავს, თავადაც ”მიწისქვეშა” ყველის შესახებ პირველად წლების წინ გაიგო ეთნოგრაფ თამილა ცაგარეიშვილთან საუბრისას. მიქაძე-ჩიკვაიძემ, როგორც სხვა ბევრმა ქართველმა, მხოლოდ მაღაზიებში არსებული ყველის სახეობების შესახებ იცოდა და გაოგნებული იყო იმით, რომ საქართველოს ყველის ასეთი ასორტიმენტი აქვს. აქედან დაიწყო მისი დაინტერესება ყველით და მისი წარმოების ტრადიციებით. წლების განმავლობაში მიქაძე-ჩიკვაიძე სოფლებში მოგზაურობდა, კითხვებს უსვამდა ხანდაზმულ ხალხს. შედეგად მან ბევრის დადგენა შეძლო ყველის სახეობებზე უფროსი თაობის ხალხისგან.
მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, მან ანდრიაწმინდასა და ჩობარეთში მიაკვლია ეგრეთ წოდებულ „ტენილ ყველს“, რომელიც ძროხის რძისგან მზადდება ურთულესი მეთოდოლოგიით. ყველი ვიზუალურად გრძელ და წვრილ ძაფს მოგაგონებთ, რითაც ჩეჩილი ყველის ანალოგია. აღნიშნული ყველის წარმოებით ინასარიძის ოჯახია დაკავებული. როგორც ისინი აცხადებენ, ყველის მომზადების მეთოდოლოგია წინაპრებისგან ისწავლეს. ინასარიძეების ოჯახმა ტრადიციებით გადმოცემული ცოდნა ბიზნესად აქცია და როგორც ჩანს საკმაოდ წარმატებულადაც. მცირე საწარმოს მფლობელები აცხადებენ, რომ თვეში დაახლოებით 500 კგ ყველს ყიდიან.
ტენილის გარდა საქართველოში შეხვდებით ყველის ისეთ ტიპებს, როგორიც არის დამბალხაჭო, ნარჩვი, გუდა.
იმისათვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს ქვეყნის მდიდარი ყველის სახეობების შესახებ და ასევე დაეხმაროს ყველის მწარმოებლებს ბაზრის განვითარებაში, მიქაძე-ჩიკვაიძე 2015 წლიდან აწყობს ყოველწლიურ ყველის ფესტივალს თბილისში. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ და დააგემოვნონ მრავალფეროვანი ქართული ყველი. ფესტივალის გარდა, მიქაძე-ჩიკვაიძემ ასევე ხელი შეუწყო ყველის მაღაზიების გახსნას დედაქალაქში. ის ხშირად აძლევს ინტერვიუებს როგორც უცხოელ, ასეცე ადგილობრივ ჟურნალისტებს და ცდილობს გაზარდოს ცნობადობა და მოახდინოს ყველის სახეობების პოპულარიზაცია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი