ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მსოფლიო მასშტაბით ყველა მთავრობამ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახადოს ყველა პირისთვის, ვინც მოგზაურობას გეგმავს, ხოლო ავიაკომპანიებმა ბილეთები მხოლოდ იმ მგზავრებს უნდა მიჰყიდონ, ვისაც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალან ჯოისი აცხადებს, ვაქცინაცია გადამწყვეტია მათი ინდუსტრიის აღორძინებისთვის, რომელსაც გასულ წელს მგზავრთა რაოდენობა 75,6%-ით შეუმცირდა.
ჯოისის განმარტებით, მისასალმებელია, როცა მთავრობების უმეტესობა ქვეყანაში შესვლის აუცილებელ პირობად იმუნიზაციას ასახელებს, თუმცა ეს საკმარისი არაა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, კომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკა და ბილეთები არ მიჰყიდონ იმ მგზავრებს, რომელთაც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არა აქვთ.
„ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს შესანიშნავი იდეაა - ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების 90% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით უნდა მოქმედებდეს“, - აცხადებს ჯოისი.
შეგახსენებთ, რომ Qantas-ის ზარალმა გასულ წელს 800 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელი ავიაკომპანიამ 596 მილიონი აშშ დოლარის მოგებით დაასრულა. გასულ წელს Qantas-ი იძულებული გახდა, თანამშრომელთა რაოდენობა 8,500-ით შეემცირებინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ავიაკომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 29,000 იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი