მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ავიაკომპანიასთან ერთად, ეტაპობრივად დავაბრუნებთ ჩვენს მოქალაქეებს – ზალკალიანი

5e772760cf8e5
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.20 13:00
1591
"აუცილებელია ზუსტი კონტროლი, ზუსტი აღრიცხვა, რა რაოდენობის მოქალაქეები შემოდიან", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ მოხდეს სწორად განსაზღვრა, რა რაოდენობის სივრცეა საჭირო უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, უნდა მოხდეს ამ პროცესის ზუსტი კონტროლი.

"ნებისმიერი, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეები, აუცილებლად უნდა დაექვემდებარონ 14-დღიან საკარანტინო პროცედურებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ზუსტი კონტროლი, ზუსტი აღრიცხვა, რა რაოდენობის მოქალაქეები შემოდიან და რა რაოდენობის სივრცეა საჭირო მათთვის, საკარანტინო პირობების გავლისთვის. აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს ჩვენ და ამიტომ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და შემდგომ, რა თქმა უნდა, ქართულ ავიაკომპანიასთან ერთად განვახორციელებთ ეტაპობრივად ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.