მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში უცხოელთა შორის ყველაზე მეტ თანხას რუსები ინახავენ

627298ff2dd01
შოთა ტყეშელაშვილი
04.05.22 18:14
1543
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შორის ქართულ ბანკებში ყველაზე მეტ თანხას რუსები ინახავენ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშში არის საუბარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, უცხოელების დეპოზიტებს შორის, რაც ამ დროს 5.3 მილიარდი ლარი იყო 14% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დეპოზიტებზე მოდიოდა, რაც 748 მილიონ ლარს შეადგენდა. მეორე პოზიციას 9%-ით ისრაელის მოქალაქეთა დეპოზიტები იკავებდა, რაც 481 მილიონი ლარი იყო. მესამე პოზიციაზე 374 მილიონი ლარით აზერბაიჯანის მოქალაქეთა დეპოზიტები იყო.

2022 წლის მარტის მდგომარეობით, ქართულ ბანკებში უცხოელთა დეპოზიტები რეკორდულ ნიშნულამდე - 5.6 მილიარდ ლარამდე - $1.83 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წინა თვესთან შედარებით 330 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

აქედან 4.14 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების დეპოზიტებია, 1.46 მილიარდი ლარი კი უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებია. ფიზიკური პირების დეპოზიტები ასე ნაწილდება - თიბისი ბანკი 1.72 მლრდ ლარი, საქართველოს ბანკი 1.70 მილიარდი ლარი.

ეროვნული ბანკის ანგარიშში არაა დეტალურად მითითებული თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეთა დეპოზიტები არის გაზრდილი.