მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბიზნესის რა ნაწილი ქმნის ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებებს?

5fabbf9842850
შოთა ტყეშელაშვილი
11.11.20 14:45
1006
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი კომპანიების 3%-მა ბაზარზე არსებითად გაუმჯობესებული პროდუქტი (ინოვაციური პროდუქტი) წარადგინა. საქსტატის ინფორმაციით, შედარებით მაღალი ინოვაციურობით გამოირჩევიან კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიების, დიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობენ. სხვა სფეროებში კი, ინოვაციების რაოდენობა შედარებით ნაკლებია.

"გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში, საწარმოთა 3%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა ასევე 3.2%-ით. საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 58.2 პროცენტი და 41.7 პროცენტი). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 51.9% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 48.1% - სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში შედარებით მაღალი წილითაა გამოხატული ისეთ სფეროში, როგორიცაა მანქანა - დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა - 19.3%. საკმაოდ მაღალი წილი ჰქონდა დიზაინს (14.6 %), ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ სწავლებას (13.1%), ინოვაციების შეტანას ბაზარზე (12.8%), აგრეთვე საკუთარ კვლევებსა და დამუშავებებს (12.5%)", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

იმის გამო, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიში მთლიანად ქვეყანაში მოქმედი კომპანიების ინოვაციურობის დონეს ეხება, ანგარიშში არაა აღწერილი  უფრო კონკრეტულად თუ რაში მდგომარეობდა ამ კომპანიების ინოვაციური პროდუქტი თუ მომსახურება.