მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტში“ 3 მლნ ჩაიდო - რა ხდება დღეს?

5fabfa1c8936d
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.20 10:15
8928
კომპანია Native Georgia დეკემბერში, ახალი წლისთვის მომხმარებელს ახალ პროდუქტს - პრემიუმ კლასის რაჭულ ლორს შესთავაზებს. კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი განმარტავს, რომ პრემიუმ ხაზის წარმოება Native Georgian-ს და საპარტნიორო ფონდის მიერ „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში დაიწყო.

მისი თქმით, Native Racha-ს ბრენდის ქვეშ წარმოებული ქართული მთის ღორის ლორი "კარფურში", "აგროჰაბის", "ზღაპარის" და "ფრესკოს" ქსელებში შევა.

„ეს იქნება 100%-ით ქართულ ბუნებრივ ნობათზე გაზრდილი აბორიგენული ჯიშის ღორის ხორცისგან წარმოებული პროდუქტი. პროდუქტის წარმოების საწყისი მოცულობა, დაახლოებით, 2 ტონას შეადგენს, თუმცა ეს მოცულობა მოთხოვნიდან გამომდინარე დროთა განმავლობაში გაიზრდება. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ წარმოების 50% სწორედ პრემიუმ ხაზის რაჭულმა ლორმა დაიკავოს", - განაცხადა Native Georgian-ის დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდის და კომპანია Native Georgian-მა „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ 2018 წელს დაიწყეს, რომელიც განვითარების 5 ეტაპს მოიცავდა.

ვასილ ბაბლუანის თქმით, ღორების ფერმის აშენება, სადაც მთის ღორის გამრავლება ხდება, 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, რაზეც 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„ფერმა აშენებულია, სელექცია მიმდინარეობს და წარმოებაში, როგორც გითხარით, წელს ჩავუშვით. დღეისთვის ფერმაში 500 სულია. კომპანიამ დამუკიდებლად ორი პარტნიორი ფერმა შექმნა, სადაც, ასევე, ღორების გამრავლება ხდება. ეს პროექტი 5 ეტაპიანი იყო და დღეს უკვე დასრულების ეტაპზე ვართ. დაგვრჩა ერთი ეტაპი, სადაც ველოდებით სახელმწიფოს ჩართულობას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორი ფერმერების ჩართვას. პარტნიორი ფერმერების ჩართულობა მაღალმთიან სოფლებში მაცხოვრებელი ფერმერების მიერ ჩვენს ფერმაში გოჭების შესყიდვას და ბუნებრივი საკვებით მათ გამოზრდას გულისხმობს, რათა შემდეგ მათგან ეს ღორები გარანტირებულად ჩვენ შევიძინოთ“, - განმარტა ვასილ ბაბლუანმა.

ცნობისთვის, Native Georgian ფერმა რაჭაში ონის მუნიციპალიტეტში მოქმედებს, ხოლო - საწარმო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი ჯამში 50 ადამიანს ასაქმებს.