მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართულმა ოცნებამ” ხალხს ეკონომიკური კეთილდღეობის 8-9 წელი მოპარა - გიგა ბედინეიშვილი

602fddd1eca1f
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.21 20:00
1066
“ქართულმა ოცნებამ” ხალხს ეკონომიკური კეთილდღეობის 8-9 წელი მოპარა - ამის შესახებ ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი bm.ge-სთან აცხადებს. მისი თქმით, 8-9 წელია, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით იმის საპირისპიროს აკეთებს, რაც უნდა გაკეთდეს.

“შედეგი არის ის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის 8-9 წელი მოვპარეთ ხალხს და იმის მაგივრად, რომ გაგვეორმაგებინა ეკონომიკა დოლარში, ეკონომოკის ზომა ფაქტობრივად არის იგივე, რაც იყო 2013 წელს”,- აცხადებს ბედინეიშვილი.

მისი თქმით, პანდემიამდე “ქართული ოცნების” ხელისუფლებას უნდა შეემცირებინა ხარჯები, რეგულაციები, სინამდვილეში კი პირიქით მოხდა.

“რაც შეეხება პანდემიას, გაცილებით მკაცრად მივუდექით პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ გვაქვს კარგი შედეგი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. სიკვდილიანობის მაჩვენებლით დაახლოებით მე-40 ვართ მსოფლიოში, ეკონომიკური ვარდნის თვალსაზრისით კი ერთ-ერთი ყველაზე უარესი ვართ. ვერც იმას მივაღწიეთ, რომ ეკონომიკა ცოტა ნაკლებად დაგვეზიანებინა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითაც არაფერი გვაქვს საამაყო.

პანდემიის პერიოდს თუ შევეხებით, აქ ერთადერთი, რაც გააკეთეს - წავიდნენ ვალი აიღეს, ლარი უფრო ცუდ დღეში ჩააგდეს და მომავალ თაობებს დააკისრეს ვალების გადახდა. ამას ყველა გააკეთებდა, ამას რა ვაჟკაცობა უნდა?!”,- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.