მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მიზანი რუსეთის დასუსტება უნდა იყოს - გიგა ბედინეიშვილი

64823dff8e992
ალა ისპირიანი
09.06.23 00:50
4860
ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა, BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკა“-ში საქართველოს განვითარების პერსპექტივებზე და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით, თუ რუსეთი დასუსტდება საქართველო ამით იხეირებს.

„საქართველოს, როგორც ქვეყნის მიზანი უნდა იყოს, ხელი შევუწყოთ პროცესს და დავეხმაროთ ცივილიზებულ სამყაროს, რომლის წევრადაც თავი მიგვაჩნია, რომ რუსეთი დასუსტდეს. ეს ჩვენი აბსოლუტურად გაცხადებული მიზანი უნდა იყოს.

რუსეთის დასუსტება ნიშნავს დიდ ეკონომიკურ ხეირს. მე მგონი ყველა ნიშანია იმის, რომ ამ სიტუაციიდან რუსეთი მკვეთრად დასუსტებული გამოვა“- განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

როგორც ფინანსისტი განმარტავს, რუსეთის დასუსტებით საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნება, რაც მათ შორის ინვესტორებისთვის სასურველ გარემოს შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები