მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა პლატფორმა Feedc-მა დისტანციური სწავლების სივრცე 3 დღეში შექმნა

5e70fbedba63e
ნუცა ბაზლიძე
17.03.20 21:15
6438
ქართული პლატფორმა Feedc-ი საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების სივრცეს სთავაზობს, რომელიც Feedc-ის გუნდის მიერ 3 დღეში შეიქმნა.

ამასთან დაკავშირებით, BM.GE Feedc-ის დამფუძნებელ ნიკო კვარაცხელიას ესაუბრა.

„დავინახეთ პრობლემა და საჭიროება. მეგობრებმა და ახლობლებმა მოგვმართეს, რომ ხედავდნენ პრობლემებს იმ პროგრამებში, რომლებიც გამოიყენება გაკვეთილების ჩატარებისას. ვინაიდან ჩვენ უდიდესი ტექნოლოგიური რესურსი გვაქვს და გყავს ძალიან ძლიერი გუნდი, მათ შორის დიზაინერებისა და დეველოპერების, დაახლოებით 3 დღის განმავლობაში შევკარით პროდუქტი - Feedc Edu, რომელსაც მთელი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის უზრუნველყოფა შეუძლია, - აღნიშნავს ნიკო კვარაცხელია.

ამასთან, ნიკო კვარაცხელიას განმარტებით, პროექტი პირდაპირ ეთერში გაკვეთილების ჩატარების, მოსწავლეების მხრიდან კითხვების დასმის, ასევე ფაილების გაცვლის, დავალებების გაზიარების, ჯგუფების შექმნის საშუალებას იძლევა.

როგორც BM.GE-მ გაარკვია, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან, აღნიშნულ პროექტზე საკმაოდ დიდი ინტერესი გაჩნდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. როგორც ნიკო კვარაცხელია აღნიშნავს, პროექტი მზადაა და მისი ამოქმედების დრო მოლაპარაკებების დასრულების პერიოდზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, უშუალოდ Feedc-ი უკვე 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. Alexa.com-ის მონაცემებით, ის ვებზე ე.წ „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საიტთან (მათ შორის Facebook, Google) მიმართებაში, მე-20 ადგილზეა.