მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა მეცნიერმა კანადაში კორონავირუსის ვაქცინა შექმნა-"ამერიკის ხმა"

5e7f6e29ab4a2
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 22:15
18592
ქართველმა მეცნიერმა გიორგი ბაბუაძემ კანადაში მეცნიერების გუდნთან ერთად კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოიგონა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახლა გიორგი ბაბუაძე ვაქცინის პრე-კლინიკურ ცდაზე მუშაობს. დადებითი პროგნოზების გამართლების შემთხვევაში კი ვაქცინა 1 წელიწადში იქნება გამოყენებისთვის მზად.

„თვითონ დნმ-პლატფორმა დატესტილი არის, დავაპატენტეთ კანადის პატენტში, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ეს პლატფორმა გამოგვეყენებინა ამ პანდემიისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის. საერთოდ ერთი წელი არა, ძალიან დიდი დრო არის საჭირო.. მაგალითად, ზოგიერთი პათოგენის ვაქცინაზე დღემდე მუშაობენ, გავიდა 70-80 წელი, მაგრამ უშედეგოდ. ნამდვილად.. ჩვენ ვაქცინა შევქმენით ძალიან მალე. 2017 წელს ჩამოვედი თუ არა, ეს პლატფორმა შევქმენი 5 თვეში. შემდეგ უკვე დაიწყო სხვადასხვა ვაქცინების, სხვადასხვა ანტიგენების ჩაშენება და გამოცდა. მაგრამ რაკი ეს პლატფორმა მზად იყო, ვაქცინის შექმნაზე დაგვჭირდა ორი თვე“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გიორგი ბაბუაძე.

მისივე თქმით, თუკი ცხოველების ორგანიზმმა გამოიმუშავა დიდი რაოდენობით სპეციფიკური და შეძენილი იმუნური პასუხი, ამ შემთხვევაში მეცნიერები უკვე გადავლენ პრეკლინიკური ფაზის პირველ ეტაპზე, რისთვისაც შეირჩევა 10-დან 25-მდე ადამიანი და დაიწყება კვლევა, - „შემდეგ არის 100 ადამიანი და მესამე ფაზა არის 1000 ადამიანი ზუსტად. მესამე ფაზიდან ხდება უკვე მონაცემთა კონსოლიდაცია, შემდეგ ოფიციალურ ფაზას 2-3 თვე სჭირდება, წარეგდინება ოფიციალურ სააგენტეობს ისეთებს, როგორიცაა Canada Health, ევროპის მედიკოსთა ასოციაცია და მათ უნდა გამოიტანონ გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა მუშაობს, ვარგისია, არ არის ტოქსიკური ადამიანისთვის და გაიცეს ლიცენზია მოხმარებაზე. შემდეგ უკვე შედის გამოყენების ფაზაში. თუ ჩვენ 70 დღის შემდეგ მივიღეთ კარგი პასუხი პრეკლინიკურ ფაზაში, რადგანც ასეთი პანდემიური მდგომარეობაა, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დაჩქარდება და მაქსიმუმ დასჭირდება ერთი წელი“, - განმარტავს ქართველი მეცნიერი.