მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთევან კვიჭიძე: სარესტორნო სექტორის 50% გადარჩება, დანარჩენებს ვერ დავაიმედებ

5fa4111a4eff2
ლიკა გურაბანიძე
06.11.20 09:45
919
გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებლის ქეთევან კვიჭიძის განცხადებით, არსებულ კრიზისულ სიტუაციაში სარესტორნო სექტორის მხოლოდ 50% გადარჩება. როგორც მან “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, შედარებით უკეთესი მდგომარეობის შენარჩუნება დღეს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.

“დღეს ერთადერთი გამოსავალი, რასაც ვხედავ არის ის, რომ სარესტორნო ბიზნესზე ის შეღავათები გაგრძელდეს, რაც აქამდე იყო, ასევე დღგ-ს პოლიტიკაა გადასახედი. ახლა ისევ პრობლემის წინაშე ვდგებით. მეორე გამოსავალი არის ის, რომ რესტორნებმა შექმნილ სიტუაციასთან ადაპტაცია თავად მოახდინონ. ჩვენი ბიზნესის უმეტესობა ბანკებზეა დამოკიდებული. გარკვეული პერიოდი, როდესაც შემსუბუქდა და გადახდა გაჩერდა, ეს ბიზნესისთვის შეღავათი იყო. ამას ემატება ლარის კურსის გაუფასურებაც, რის გამო ფასები გაძვირდა და ეს რესტორნების მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე მოხდა", - განაცხადა კვიჭიძემ.

მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციას სარესტორნო სექტორის მხოლოდ 50% გაუძლებს.

“სარესტორნო სექტორის 50% გადარჩება, დანარჩენებს ვერ დავაიმედებ. პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ კარგი მოლოდინი გვქონდა, რომ ყველაფერი გაიხსნებოდა და კარგად იქნებოდა. სახელმწიფოში და ბიზნესში კრიზის მენეჯმენტის პრობლემა გვაქვს. ბიზნესები არ მოემზადნენ და ამას რეალურად უნდა შევხედოთ, რომ სარესტორნო ბიზნესში გადარჩევა მოხდება", აღნიშნა გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა.