მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთი ბოჭორიშვილი: ანაკლიის პროექტით ინვესტორის დაინტერესება უკვე ასმაგად რთულია

60059cc552587
თელარა გელანტია
19.01.21 09:00
2317
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით ინვესტორის დაინტერესება უკვე ასმაგად რთულია“, - ამის შესახებ „ანაკლის სითის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა bm.ge-ის პროექტის ხელახლა დაძვრის შესაძლო შანსებზე საუბრისას განუცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ანკლიის პროექტის წამოწევა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე იყო. სამწუხაროდ, ამ პროექტს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს და ინვესტორის დაინეტრესება დღეს ასმაგად რთულია; ისედაც რთული იყო, თუმცა მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, თუ ამ პროექტის გაკეთების სურვილია, მისი დაძვრა შეიძლება. საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია გაიმყაროს“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის: მთავარობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ხელახალ ტენდერს ამზადებს. ახალი სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად კი ხელისუფლებას სურს, განაახლოს ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევა, შერჩევის დოკუმენტაციის შემუშავება და ა.შ. სწორედ ამ პროცესების სამართავად ნაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო მილიონ–ლარის ღირებულების ხელშეკრულებას აფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის განმახორციელებელ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება საქართველოს მთავრობა 2020 წლის დასაწყიში გაწყვიტა. ოფიციალური მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო. ამის გამო ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.