მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქმნის თუ არა პრობლემას მოლებში ტემპერატურის შემოწმება?

61e55bfc6104e
მარიამ ვარადაშვილი
18.01.22 09:00
1216
"თბილისი ცენტრალის" გენერალური, დირექტორი ლევან ყარალაშვილი ამბობს, რომ სავაჭრო მოლებისთვის შესასვლელში სიცხის გაზომვა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან კომპანიებმა საწყისი ინვესტიცია უკვე განახორციელეს, როდესაც ავტომატური საზომი აპარატები დაამონტაჟეს.

როგორც ყარალაშვილმა BMG-ის უთხრა, თერმოსკრინინგით დღეში საშუაოდ 1-2 მომხმარებელს აბრუნებენ უკან. მისივე თქმით, ტემპერატურის შემოწმება შედარებით უფრო პრობლემური ცალკეული მაღაზიებისთვისაა, სადაც ტემპერატურას ობიექტის თანამშრომლები ამოწმებენ.

“სიმართლე გითხრათ, დიდ პრობლემას ეს პროცესი აღარ ქმნის, რადგან ავტომატიზებულია ხშირ შემთხვევაში. საწყისი ინვესტიცია განვახორციელეთ ე.წ თერმოსკანერების შეძენით, რაც მოლებში დგას. საკმაოდ ძვირი იყო, დაახლოებით 5 ათას ლარამდე ჯდებოდა ერთი კამერის მონტაჟი. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი მოლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. უფრო ალბათ ცალკეულ მაღაზიებს ექნებათ პრობლემა. რამდენადაც ვიცი ომიკრონი დომინანტური შტამი ჯერ არ არის, აქედან გამომდინარე, სიცხიანი ადამიანი მაინც რისკფაქტორად ითვლება. არ ვიცი, ალბათ ეს რეკომენდაციები უნდა გადაიხედოს და ცვლილებები შევიდეს, ამის შემდეგ ახალ რეგულაციებს უკვე ბიზნესი მოერგება. დღევანდელ მოცემულობაში მოლებისთვის ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო თავად რეგულაცია რამდენად ეფექტიანია, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის”,-ამბობს ყარალაშვილი.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ დაწესებულებაში ტემპერატურის გაზომვის მოთხოვნა გადასახედია, რამაც აქტუალობა განსაკუთრებით ომიკრონის გავრცელების პირობებში დაკარგა.

“ვფიქრობ, დაწსებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის მოთხოვნა გადასახედია. ამ მეთოდმა ინფექციის კონტროლის კუთხით, ისედაც დიდად არ გაამართლა, მაგრამ ამ პირობებში მნიშვნელობა საერთოდ დაკარგა, რადგან ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არ აქვთ. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტობრივად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ”,- წერს მაია ბუწაშვილი.