მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქციაზე გაჟღერებული მესიჯები, ევროპელი ინვესტორების თითქმის განულებულ ინტერესს, პერსპექტივას სრულად დაუკარგავს“- ყარალაშვილი

ყარალაშვილი

გუშინ, აქციაზე გაჟღერებული მესიჯები, ვფიქრობ, რომ ევროპულ ინვესტიციას ქვეყანაში შეაფერხებს და ჩვენი ქვეყნისადმი ევროპელი ინვესტორების თითქმის განულებულ ინტერესს, ალბათ პერსპექტივას სრულად მოუკლავს, - ამის შესახებ BM.GE-სთან საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი კომპანია სწორედ ევროპული ინვესტიციებით ფინანსდებოდა. დღეს კი ფაქტი სახეზეა, რომ ევროპელების ინტერესი ფაქტობრივად განულებულია.

„ჩვენი ჯგუფი ძირითადად ევროპული ინვესტიციებით ფინანსდებოდა. ჩვენს კომპანიას დაახლოებით 300 მლნ დოლარამდე ევროპული ინვესტიცია აქვს ამ ქვეყანაში შემოტანილი. დღეს კი ფაქტია, რომ ჩვენი ევროპელი ინვესტორების ინტერესი თითქმის განულებულია, რადგან მათთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, რასაც ისინი ღებულობენ. ევროპული კურსიდან რადიკალური გადახვევა, ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს მთელ ამ პროცესზე. ბიზნესი არა მარტო ქვეყანაში არსებულ ბიზნეს კლიმატს და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მიჰყვება, ასევე ის რეალურად აფასებს რა პოლიტიკური პარტნიორობა და კავშირები არსებობს ამ შემთხვევაში ევროპასა და საქართველოს შორის.

თუ ეს ყველაფერი რისკის ქვეშ დგას, ევროპელი ინვესტორების მხრიდანაც რისკების შეფასებაც იზრდება და სურვილი რომ რაიმე მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელონ, ამის ალბათობა მცირდება“,- აცხადებს ყარალაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულ აქციაზე, ფრაქციის არაფორმალურმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული კანონი“ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება. ამასთან, NGO-ების დაფინანსება თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას და ხელისუფლებაში მოყვანას ხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები