მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქრონოლოგია - რომელ ქვეყანაში როდის დაფიქსირდა COVID-19-ის პირველი შემთხვევა

5e90e2f9d282f
შოთა ტყეშელაშვილი
11.04.20 10:00
4511
11 აპრილის მდგომარეობით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების სულ 1.7 მილიონი შემთხვევა არის აღრიცხული. გლობალურად მხოლოდ 15 ქვეყანა დარჩა, რომელსაც ვირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გუავრცელებია. მათ შორისაა ჩრდილოეთ კორეა და ცენტრალური აზიის რამდენიმე სახელმწიფო. დღეს ყველაზე მეტი შემთხვევა, აშშ-ში არის აღრიცხული და ის 492,000-ს აჭარბებს. საქართველოში ახალი ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებული ირანიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე იყო. დღეისთვის საქართველოში შემთხვევების უმრავლესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. თავისმხრივ იტალიაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 30 იანვარს დაფიქსირდა, ევროპაში კი ყველაზე ადრე ვირუსი საფრანგეთში დაფიქსირდა (24 იანვარს). 

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევები ქვეყნების მიხედვით: 

31 დეკემბერი - ჩინეთი (ჩინეთის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში WHO, გაიგზავნა ინფორმაცია ახალი ტიპის ვირუსით განვითარებული პნევმონიების შემთხვევების შესახებ);
13 იანვარი - ტაილანდი;
16 იანვარი - იაპონია;
20 იანვარი - სამხრეთ კორეა • შეერთებული შტატები;
21 იანვარი - ტაივანი;
22 იანვარი - ჰონგ კონგი • მაკაო;
23 იანვარი - სინგაპური • ვიეტნამი;
24 იანვარი - საფრანგეთი • ნეპალი;
25 იანვარი - ავსტრალია • კანადა • მალაიზია;
27 იანვარი - კამბოჯა • გერმანია • შრი-ლანკა;
29 იანვარი - ფინეთი • არაბეთის გაერთიანებული საამიროები;
30 იანვარი - ინდოეთი • იტალია • ფილიპინები;
31 იანვარი - რუსეთი • ესპანეთი • შვედეთი • გაერთიანებული სამეფო;
4 თებერვალი - ბელგია;
14 თებერვალი - ეგვიპტე;
19 თებერვალი - ირანი;
21 თებერვალი - ისრაელი • ლიბანი;
24 თებერვალი - ავღანეთი • ბაჰრეინი • ერაყი • ქუვეითი • ომანი;
25 თებერვალი - ალჟირი • ავსტრია • ბრაზილია • ხორვატია • შვეიცარია;
26 თებერვალი - საქართველო • საბერძნეთი • ჩრდილოეთ მაკედონია • ნორვეგია • პაკისტანი • რუმინეთი;
27 თებერვალი - დანია • ესტონეთი • ნიდერლანდები • სან – მარინო;
28 თებერვალი - აზერბაიჯანი • ბელორუსია • ისლანდია • ლიტვა • მექსიკა • მონაკო • ახალი ზელანდია • უელსი;
29 თებერვალი - ეკვადორი • ირლანდია • ლუქსემბურგი • ყატარი;
1 მარტი - სომხეთი • ჩეხეთი • დომინიკის რესპუბლიკა •;
2 მარტი - ანდორა • ინდონეზია • იორდანია • ლატვია • მაროკო • პორტუგალია • საუდის არაბეთი • სენეგალი • ტუნისი;
3 მარტი - არგენტინა • ჩილე • ლიხტენშტეინი • უკრაინა;
4 მარტი - უნგრეთი • პოლონეთი • სლოვენია;
5 მარტი - ბოსნია და ჰერცეგოვინა • სამხრეთ აფრიკა;
6 მარტი - ბუტანი • კამერუნი • კოლუმბია • კოსტა რიკა • პერუ • სერბეთი • სლოვაკეთი • ტოგო • ვატიკანის ქალაქი;
7 მარტი - მალდივები • მალტა • მოლდოვა • პარაგვაი;
8 მარტი - ალბანეთი • ბანგლადეში • ბულგარეთი;
9 მარტი - ბრუნეი • კვიპროსი • პანამა;
10 მარტი - ბოლივია • ბურკინა ფასო • კონგო • იამაიკა • მონღოლეთი • თურქეთი;
11 მარტი - კუბა • გაიანა • ჰონდურასი • სპილოს ძვლის სანაპირო;
12 მარტი - სენტ ვინსენტი და გრენადინები • ტრინიდადი და ტობაგო;
13 მარტი - ანტიგუა და ბარბუდა • ეთიოპია • გაბონი • განანა • გვატემალა • გვინეა • ყაზახეთი • კენია • წმინდა ლუსია • სუდანი • სურინამი • ურუგვაი • ვენესუელა;
14 მარტი - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა • კონგო • ეკვატორული გვინეა • სვაზილენდი • მავრიტანია • ნამიბია • რუანდა • სეიშელი;
15 მარტი - ბაჰამის კუნძულები • უზბეკეთი;
16 მარტი - ბენინი • ლიბერია • სომალი • ტანზანია;
17 მარტი - ბარბადოსი • გამბია • ჩერნოგორია •;
18 მარტი - ჯიბუტი • ელ სალვადორი • ყირგიზეთი • მავრიკი • ნიკარაგუა • ზამბია;
19 მარტი - ანგოლა • ჩადი • ფიჯი • ჰაიტი • ნიგერი;
20 მარტი - აღმოსავლეთ ტიმორი • მადაგასკარი • პაპუა-ახალი გვინეა • უგანდა • ზიმბაბვე;
21 მარტი - ერითრეა;
22 მარტი - დომინიკა • გრენადა • მოზამბიკი • სირია;
23 მარტი - ბელიზი • მიანმარა;
24 მარტი - ლაოსი • ლიბია;
25 მარტი - გვინეა-ბისაუ • მალი • სენტ კიტსი და ნევისი;
30 მარტი - ბოტსვანა;
31 მარტი - ბურუნდი • სიერა ლეონე;
2 აპრილი - მალავი;
5 აპრილი - სამხრეთ სუდანი;
6 აპრილი - სან-ტომე და პრინსიპი;
9 აპრილი - იემენი.