მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

" ევროკავშირის 2019 წლის ანგარიშში საუბარია იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია DCFTA-ს ვალდებულებების ფარგლებში"

5e3d7cce0d62a
BM.GE
07.02.20 19:04
1110


„მსურს გამოვეხმაურო ასოცირების შეთანხმების 2019 წლის ანგარიშს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ და სადაც აღნიშნულია პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დანერგვის მიხედვით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სფეროები, რომლებშიც 2019 წელს საქართველოს მთავრობამ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა ვალდებულებები, არის აკრედიტაცია, მეტროლოგიის სფერო, ასევე ბაზარზე ზედამხედველობა, რომელიც ახალ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. „ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო, ბაზრის ზედამხედველობის ნაწილში პროგრესირებს და ნერგავს იმ რეგლამენტებს, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო პროდუქტების განთავსების მიმართულებით და შესაბამისი კონტროლის სისტემის დანერგვის კუთხით ბაზარზე“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრესს იმ საკანომდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა და პარლამენტში უნდა იქნეს განხილული, ასევე საჯარო შესყიდვების მიმართულებით არსებულ პროგრესს და საკანომდებლო ცვლილებებს, რომლებიც მომზადებულია და 2022 წლის ჩათვლით ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას და შესაბამისი სისტემების დანერგვას გულისხმობს.

„ანგარიშში ასევე აღნიშნულია დავების გადაწყვეტის საბჭოს ფორმირება, რომელიც უახლოეს თვეებში დაფუძნდება და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც შეფასებულია დადებითად. საუბარია ასევე როგორც შესყიდვების, ასევე სანიტარული და ფიტოსანიტარული მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“ - განაცხადა არველაძემ.

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში