19.იანვარი .2020 15:02

"2019 წელი Grant Thornton-მა 30-35%-იანი ზრდით დაასრულა"

views 387
უკან

2019 წელი აუდიტორიულმა კომპანია Grant Thornton-მა წინა წელთან შედარებით 30-35%-იანი ზრდით დაასრულა, -ამის შესახებ "გრანთ თორნთონი საქართველოს“ მმართველმა პარტნიორმა და დირექტორმა ვახტანგ ცაბაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, 2019 ზრდის წელი იყო, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად გლობალურ ქსელში კომპანიისთვის.

„საქართველოში ზრდა კიდევ უფრო მაღალი ტემპებით არის დაფიქსირებული, ვიდრე გლობალური საშუალოა და ესეც უკვე ტრადიციაა.

აუდიტის და ბუღალტრული მომსახურებების ბაზარი ბოლო წლებია იზრდება. ამის ერთ-ერთი მთავარი განაპირობებელი ფაქტორი იყო საკანონმდებლო რეგულაციები, რაც 2016 წლიდან მოქმედებს საქართველოში, ასევე ჩვენი პერსონალის დაუღალავი შრომისა და კლიენტებისადმი სწორი პროფესიული დამოკიდებულების შედეგიც არის ეს ზრდა“,- აცხადებს ვახტანგ ცაბაძე.

კომპანიის მეორე პარტნიორი პაატა შურღაია კი იმ მიზეზებს ასახელებს, რამაც 2019 წელს კომპანიის ზრდა გამოიწვია.

„აქ იყო ფაქტორების კომბინაცია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ - ამან კომპანიებს აჩვენა, თუ რა სარგებელი აქვთ ფინანსური ანგარიშგების აუდიტით მათ. ასევე იყო ზრდა ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებისა და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით, რაც ჩვენი სტრატეგიის ნაწილიც იყო“,- აცხადებს პაატა შურღაია.