მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, სადაც კულტურაში და მემკვიდრეობაში გვაქვს გამჯდარი მოქმედება - პაატა შურღაია

შურღაია

„პირველ პლანზე პროფესიონალიზმი უნდა დავაყენოთ,“ - ამის შესახებ "გრანთ თორნთონის" თანამმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას წამყვანის ტრადიციული კითხვის საპასუხოდ განაცხადა - რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის.

პაატა შურღაია მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადამიანს კარგი განათლებაც ჰქონდეს და კარიერაც, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, ამიტომ მისი მოსაზრებით, პროფესიონალიზმი სწორად მიღებულ გადაწყვეტილებებს ნიშნავს.

„ჩვენ სამწუხაროდ ისეთი ქვეყანა არ ვართ, სადაც კულტურაში და მემკვიდრეობაში გვაქვს გამჯდარი მოქმედება. ეს იმას ნიშნავს რომ პროფესიონალებად ჩვენ ახლა ვყალიბდებით/ვიზრდებით - კარგია, რომ ამის ამბიცია გვაქვს და ეს ყველაფერი კულტურაში უნდა გადაიზარდოს, თუ ეს კულტურაში გადაიზრდება მაშინ თითოეული ჩვენგანი პროფესიონალი იქნება.

ქართველებს ასეთი აღქმა აქვთ რომ პროფესიონალი კომპეტენტური უნდა იყოს, დიახ, შეიძლება იყოს კომპეტენტური, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო. კომპეტენციამ შეიძლება ისეთ ტიპის გადაწყვეტილებები მიგაღებინოს, რაც მთავარ საქმეს არ ემსახურება და ასეთი ადამიანები ჩვენ ვიცით, მათ კარგი განათლებაც აქვთ და კარიერაც, მაგრამ მედეგობა აქვთ არასწორი ანუ არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ, აქედან გამომდინარე პროფესიონალიზმი [სწორ გადაწყვეტილებებს] გულისხმობს.

მეორე მნიშვნელოვანი თემაა განათლების რეფორმა. ტალანტებთან მიმართებაში ჩვენ გრძელვადიან გათვლებს არ ვაკეთებთ. განათლება და ბიზნესი ცალ-ცალკე მიდიან და ამათი კოლაბორაციას ვერ ვხედავ და თითქოს მცდელობა არის, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული არაა და ფორმალური უფროა.

და საბოლოოდ იმას ვიტყოდი, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი ეფექტიანობა იმით იზომება,როგორ მარტივად გავაკეთებთ საქმეს. ამით სახელმწიფო და პოლიტიკური ისტებლიშმენტი იმით გამოირჩევა რომ ძალიან ბევრი მოადგილეები და მინისტრები გვაქვს და ეს მაწუხებს, რადგან კონკურენცია უნდა გაიზარდოს და ჩვენ კონკურენციაში უნდა შევიდეთ იმით, რომ უფრო მეტს შეძლებთ, ვიდრე თქვენ და ერთმანეთი გამოვცადოთ“, - განაცხადა პაატა შურღაიამ და და დასძინა, რომ ამ ქვეყანაში წერტილი ნეპოტიზმს და კორუფციას უნდა დაესვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები