20.თებერვალი .2021 11:57

"2020-2021 წლებში ჩვენი ეკონომიკის ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება" - მაჭავარიანი

"2020-2021 წლებში ჩვენი ეკონომიკის ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება" - მაჭავარიანი
views 316
უკან

"2020-2021 წლებში ჩვენი ეკონომიკის ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაწავარიანმა პარლემენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მაჭავარიანმა საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიური გავლენა მიმოიხილა.


„პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და რა თქმა უნდა გამონაკლისი ვერც ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა. განსაკუთრებული დარტყმა ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რაც ჩვენი ეკონომიკის 10%-ს შეადგენს, თუმცა შემცირდა ექსპორტის და ინვესტიციების მაჩვენებელი. ეს ყველაფერი აისახა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და გასულ წელს ეკონომიკის შემცირებამ 6%-ს გადააჭარბა.

მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული, თუმცა ჯამურად 2020-2021 წლებში 2019 წელთან შედარებით ჩვენი ეკონომიკა რეალურ გამოხატულებაში დაახლოებით 1%-ით მცირდება. თუ შევადარებთ რა იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის მოცულობა პანდემიის გარეშე და რა იქნება პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 მლრდ ლარი დაკარგა. ხოლო 2020-2021 წლებში ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება"-განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა