საქართველოში 2025 წელს, 11 თვეში პურ-ფუნთუშეულის იმპორტი გაიზარდა. გასული წლის იანვარ–ნოემბერში ქვეყანაში პურ-ფუნთუშეულის იმპორტმა 97.6 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მოცულობამ 31 449 ტონა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის ღირებულება 15.9%-ით, ხოლო მოცულობა 4.6%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ–ნოემბერში ქვეყანაში შემოტანილი იყო 84.2 მლნ დოლარის ღირებულების 30 065 ტონა პურ-ფუნთუშეული.
გასულ წელს, პურ-ფუნთუშეულის იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობდა, საიდანაც საქართველოში 22.8 მლნ დოლარის ღირებულების, 10 303 ტონა პურ-ფუნთუშეული შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი – 15 მლნ დოლარი და 4 506 ტონა, ხოლო მესამე პოზიციას იკავებს უკრაინა – 14.4 მლნ დოლარი და 4 984 ტონა.
ხუთეულში ასევე შედიან:
- პოლონეთი – 9.7 მლნ დოლარი, 1 343 ტონა;
- ბულგარეთი – 7.2 მლნ დოლარი, 1 398 ტონა;
შემდგომ პოზიციებზე არიან:
- აზერბაიჯანი – 4.8 მლნ დოლარი, 2 853 ტონა;
- იტალია – 3 მლნ დოლარი, 699 ტონა;
- გერმანია – 2.7 მლნ დოლარი, 414 ტონა;
- რუმინეთი – 2.4 მლნ დოლარი, 719 ტონა;
- ბელარუსი – 2.1 მლნ დოლარი, 678 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოდან 7.4 მლნ დოლარის ღირებულების 2 049 ტონა პურ-ფუნთუშეული გავიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 26.6%-ით, მოცულობა 34.1%-ით გაიზარდა.
საექსპორტო მიმართულებებს შორის წამყვან პოზიციაზე სომხეთია, სადაც 2025 წლის 11 თვეში საქართველომ 2.4 მლნ დოლარის ღირებულების 439 ტონა პურ-ფუნთუშეული გაყიდა.
TOP-10 პურ-ფუნთუშეულის საექსპორტო ქვეყანა საქართველოსთვის:
- სომხეთი - $2.4 მლნ, 439 ტონა;
- აზერბაიჯანი - $2.3 მლნ, 1 004 ტონა;
- უზბეკეთი - $1.2 მლნ, 251 ტონა;
- რუსეთი - $469 ათასი, 50 ტონა;
- ისრაელი - $420 ათასი, 154 ტონა;
- ერაყი - $ 273 ათასი, 101 ტონა;
- თურქეთი - $180 ათასი, 38 ტონა;
- აშშ- $13 ათასი, 3 ტონა;
- ლატვია - $10 ათასი, 2 ტონა;
- ახალი ზელანდია - $4 ათასი, 90 კილოგრამი.




























