12.მარტი .2020 13:43

"6 აპრილიდან პაკეტი "მარტივი 25"-ის გააქტიურება აღარ იქნება შესაძლებელი"

views 5526
უკან

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი კომპანია "მაგთიკომის" მხრიდან "მარტივი 25" პაკეტის გაუქმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის მარტში, შპს "მაგთიკომმა" გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ 6 აპრილიდან, პაკეტი „მარტივი 25“-ის გააქტიურება მომხმარებლებისთვის აღარ იქნებოდა შესაძლებელი.

აღნიშნული განცხადებისა და საკითხთან დაკავშირებით სამსახურში გაზრდილი მომართვიანობის საფუძველზე, მომხმარებელთა დაცვის მიზნიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მიმართა შპს „მაგთიკომს“ რეკომენდაციით, გაეთვალისწინებინა იმ მომხმარებელთა ინტერესები, რომლებიც არ არიან მობილური ინტერნეტის მომხმარებლები, მათ ინტერესს მხოლოდ ულიმიტო წუთები და ულიმიტო SMS-ები წარმოადგენს და შესაძლებლობის ფარგლებში შეენარჩუნებინა, არსებული „მარტივი 25“-ის პაკეტი, ან შეემუშავებინა და შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის შედარებით დაბალი ღირებულების პაკეტი, რომლითაც საშუალება ექნებათ შეიძინონ, მხოლოდ ულიმიტო წუთები და ულიმიტო SMS-ები მთელი თვის განმავლობაში.

საკითხის აქტუალობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივმა დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საკითხის კონტროლზე აყვანისა და ისეთი ღონისძიების გატარების მიზნით, რომლითაც მაქსიმალურად იქნებოდა დაცული ზემოაღნიშნული მომხმარებელთა ინტერესები", - ნათქვამია განცხადებაში.

bm.ge კომპანია "მაგთიკომისგან" განმარტებებს ელოდება და მას მიღებისთანავე გავაცნობთ მკითხველს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა