მუხიანში, რადიოქალაქის ყოფილ ტერიტორიაზე „აჭარა ჯგუფი“ მრავალფუნქციური ჰაბის მშენებლობას მომავალი წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ BM.GE-ს "კოლექტივ დეველოპმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ბერიშვილმა განუცხადა.
აღსანიშნია, რომ რადიოქალაქის პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმებოდა, თუმცა არსებული გეგმები პანდემიის გათვალისწინებით შეიცვალა. როგორც ოთარ ბერიშვილი აცხადებს, სწორედ პანდემიის გამო, პროექტს ახალი მიმართულება ექნება, თუმცა მთავარი უცვლელი დარჩება. რადიოქალაქში წარმოდგენილი იქნება შემოქმედებითი, საგამოფენო, კულტურული და გასართობი სივრცეები, რომელიც მოიზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე შესაძლებლობას გააჩენს უმასპინძლოს საერთაშორისო კონცერტებს, გამოფენებსა და კონფერენციებს.
„როგორც იცით, პროექტის კონცეფცია დამუშავებული იყო პანდემიამდე. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა როგორც ადგილობრივად, ისე - გლობალურად, თუმცა ძალიან ბევრი კვლევის და მუშაობის შედეგად მივედით ახალ მიმართულებამდე, რაც დიდად არ არის განსხვავებული, რასაც მანამდე ვაპირებდით, მაგრამ სწორი ხედვა გვაქვს, როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ პროექტის განვითარება. რამდენიმე თვის წინ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობას და 6 თვეა ვმუშაობთ მათ შორის რადიოქალაქის პროექტის განვითარებაზე, რაც გულისხმობს შემოქმედებითი ჰაბის განვითარებას გლდანი-მუხიანის უბანში. აქტიური სარემონტო სამუშაოები დაიწყება 2022 წლის პირველ კვარტალში. ახლა მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები“, - აცხადებს ოთარ ბერიშვილი და განმარტავს, რა მიმართულებით განვითარდება პროექტი:
„ძირითადი ღერძი არის იგივე, ის არის ქალაქის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური, კულტურული და სოციალური გარემოს ახალი გარემოს შექმნა. ეს არის 120 000 კვადრატული ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია 50 000 კვადრატული შენობები, სადაც სხვადასხვა შემოქმედებითი სივრცე განვითარდება. ეს არის როგორც გასართობი სივრცეები, ასევე საგამოფენო, კულტურული სივრცეები, რომელიც მოიზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე მოიზიდავს საერთაშორისო კონცერტებს, გამოფენებს, კონფერენციებს და ა.შ
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში "აჭარა ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ "ინდუსტრიული ქალაქი" - გასული წლის 11 სექტემბერს გაიმარჯვა და "რადიოქალაქში" 23 მლნ ლარი გადაიხადა. კომპანიამ მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი უნდა განახორციელოს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათ პროექტის ფარგლებში 10 მილიონი დოლარი უკვე დახარჯეს. პროექტის განვითარებასთან ერთად სამომავლოდ "აჭარა ჯგუფი" "რადიოქალაქში" ამდენივე მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას