მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს საქართველოდან ყაზახეთში 100 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა - ყაზახეთის პრემიერი

64955d7a6fa19
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.23 12:57
542
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ალიხან სმაილოვის განცხადებით, გასულ წელს ყაზახეთში განხორციელებული ქართული ინვესტიციის მოცულობა 100 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტის დროს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა მიმართულებითა და არსებული ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესებაზე წარიმართა, მათ შორის ინვესტიციები ერთ-ერთი თემა იყო.

„ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მლნ დოლარს აღწევს, აქედან 100 მლნ დოლარზე მეტის ინვესტირება გასულ წელს მოხდა.

ყაზახი მეწარმეების მიერ ქვეყანაში კაპიტალდაბანდება 500 მლნ დოლარს აღემატება, მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა იმაზე, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ საერთაშორისო და სატრანსპორტო მარშრუტს, სადაც გასულ წელს ტვირთბრუნვა ორჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები 30%-ით“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები