„ალაზნისთავი“ - ასე ქვია ბრენდს, რომელიც უკვე მეხუთე წელია გუდის ყველს თუშეთში, თანამედროვე სტანდარტებით ამზადებს. ყველაფერი კი 2015 წელს დაიწყო. საწარმო აშენდა 3 კილომეტრის დაშორებით იმ ადგილიდან, საიდანაც მდინარე ალაზანი იღებს სათავეს. სახელიც, „ალაზნისთავი“ მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს.
ბიზნესის დაწყების პირველი ეტაპი რთული აღმოჩნდა კომპანიის დამფუძნებლებისთვის.
„ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. გუდის გამკეთებელი ადამიანიც კი უკვე იშვიათია. საქრალი, ადამიანი რომელსაც ამოჰყავს ყველი, მისი პოვნაც პრობლემა აღმოჩნდა. ამიტომ ყველა კარდრი, რომელიც საწარმოში მუშაობს, ჩვენი გამოზრდილია.“- აცხადებს bmg-სთან საუბარში „ალაზნისთავის“ დამფუძნებელი.
საწარმოში ჩადებული ინვესტიცია ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. „ალაზნისთავი“ წლის განმავლობაში 10-12 ტონა ყველს აწარმოებს.
„გავამრავალფეროვნეთ სახეობებიც, ძროხის ყველს ვდებთ გუდაში, ვაწარმოებთ შერეულ ყველს, ასევე „ჩოგის“, იგივე გადაზელილი გუდის ყველი. ეს არ არის უბრალოდ ყველი, ეს არის საკვები დელიკატესი, რომლის ღირებულებაც ბაზარზე საშუალოდ 35 ლარს შეადგენს.“- აღნიშნა დავით მუმლაძემ.
„ალაზნისთავის“ თუშურ გუდის ყველს საქართველოს ყველა მსხვილ სუპერმარკეტში შეხვდებით, თუმცა კომპანია არც საექსპორტო ბაზრებს უჩივის. ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, დუბაი, „ალაზნისთავში“ არც ამას სჯერდებიან და ალვანში ყველის სახლის პროექტზე, სადაც ყველი თანამედროვე პირობებში შეინახება და დაფასოვდება, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი, სადაც კონფერენციები და გუდასთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობები ჩატარდება.
კომპანიას არც „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოება გამორჩენია და ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისათვის“, საუკეთესო სამეულშიც მოხვდა.
„ბიზნესდაჯილოდების შესახებ სოციალური ქსელებიდან გავიგე. ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობთ, რა თქმა უნდა არც ეს იყო გამონაკლისი. მართლა დიდი პატივია ჩვენი კომპანიის სამეულში მოხვედრა. ერთი მხრივ, ეს არის მოტივაცია ბიზნესებისთვის, მეორე მხრივ, ახალი კონტაქტებისა და შესაძლებლობების შეძენის შესაძლებლობა. ბიზნესდაჯილდოება ასევე ძალიან მნიშნელოვანია საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად, რათა იცოდნენ, თუ რამხელა შესაძლებლობების ქვეყანაა საქართველო.“ - ამბობს დავით მუმლაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის