მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალტერსოქსმა" სიცილიაში 10 000-ზე მეტი წინდა გაგზავნა – "ვაპირებთ საწყობების გაკეთებას ამერიკასა და ევროპაში"

629b43a7ade68
მარიამ იზორია
04.06.22 15:31
1295
წინდების მწარმოებელმა ქართულმა კომპანია „ალტერსოქსმა“ სიცილიაში ექსპორტი უკვე მესამეჯერ განახორციელა. ამჯერად რაოდენობა 10 000-ს გადასცდა.

„ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი რევაზ ბესელაშვილი BM.GE-ისთან აღნიშნავს, რომ სიცილიაში „ალტერსოქსის“ უკვე არსებულ მოდელებთან ერთად სიცილიური თემატიკის წინდაც, კერძოდ 9 მოდელი, გაიგზავნა.

მისივე თქმით, გარდა იტალიისა კომპანია ახალ ბაზრებზეც მუშაობს. მათ შორის არის აშშ, სადაც „ალტერსოქსი“განვითარებას ელექტრონული ვაჭრობის მიმართულებით გეგმავს.

„სიცილიაში პირველი პარტია საცდელი იყო, მეორეჯერ საკმაოდ დიდი შეკვეთა მივიღეთ, ახლა კი 10 000-ზე მეტი წინდა გავგზავნეთ. ამ ბაზარზე 70% ჩვენი არსებული მოდელები იყიდება, დანარჩენი კი სპეციალურად სიცილიის თემატიკაზე შექმნილი მოდელებია.

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ამერიკის ბაზარზე. გვინდა წინდები ონლაინვაჭრობის მიმართულებით ყველაზე დიდ პლატფორმებზე განვათავსოთ, როგორიც მაგალითად Amazon–ია. ვაპირებთ საწყობი ადგილზე გავაკეთოთ, რათა მომხმარებელმა წინდის შეძენა მიტანის ნაკლები საფასურით შეძლოს. ანალოგიური იგეგმება ევროპაშიც. პოლონეთში ან გერმანიაში გვექნება საწყობი, საიდანაც „ალტერსოქსი“ ევროპის მასშტაბით ისეთ პლატფორმებზე გაიგზავნება, როგორიც Ebay-ია. ამასთან, ესტონურ პროექტშიც გავიმარჯვეთ, სექტემბერში დიდ გამოფენა-გაყიდვაზე მივემგზავრებით, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ახალ პარტნიორებს მოვიძიებთ“ - ამბობს „ალტერსოქსის“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ „ალტერსოქსი“ ჯამში 15-მდე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, სომხეთში, საფრანგეთში, იყიდება.