მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი პარტიის მთავარი დღის წესრიგი" - გახარიას პარტია

61598a170c8e3
თელარა გელანტია
03.10.21 14:51
5309
ცესკოს უახლესი მონაცემებით, თბილისის გარდა, საქართველოს არაერთ ქალაქში მერის არჩევნების მე-2 ტური შედგება. ასევე, როგორც ცნობილი ხდება, თბილისში ყველა უბანი დათვლილია და „ოცნებამ“ ხმების 40,3% მიიღო, ენმ-მ - 27,97%, „გახარია — საქართველოსთვის“ — 8,85%. მთელი საქართველოს მასშტაბით კი, ამ დროისთვის 3 743 საარჩევნო უბნიდან 3 740 უბანია დათვლილი, რაც საერთო რაოდენობის 99,92%-ს წარმოადგენს. პარტიების შედეგები ასე ნაწილდება - „ოცნებამ“ 46,65% მიიღო, ენმ-მ - 30,7%„გახარია — საქართველოსთვის“ კი - 7,79%;, 

„პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის! ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს მომხრეებზე მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და უშუალოდ გუშინ, არჩევნების დღეს, მიმდინარეობდა უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა", - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ პარტიის დღის წესრიგი ახლა მიღებული ხმების დაცვასა და შედეგების დათვლაზეა ორიენტირებული.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ შრომას და ბრძოლას საქართველოსთვის! რაც შეეხება გუშინდელი დღის შეფასებას, გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის - ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე ზეგავლენის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ე.წ. „კარუსელის“ ფაქტებს, ასევე, გადასატან ყუთებთან დაკავშირებით სისტემური ხასიათის დარღვევებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 250-ზე მეტი საჩივარი, მათ შორის, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოფიქსაციის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უშუალოდ ცესკოსაც.

ახლა მთავარი ამოცანა ჩვენი პარტიისთვის არის ყველა სამართლებრივი გზის გამოყენება და ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვა! ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებით ჯერ ცესკოს საბოლოო მონაცემებს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას ჩვენს საჩივრებზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას! ეს არის ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტიის მთავარი დღის წესრიგი!“ - ამბობს ბუჩუკური.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბრიფინგი ქართული ოცნებისათვის ირონიული მილოცვით დაასრულა.

„ვულოცავთ „ოცნებას“ 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლებას! ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს. ყოჩაღ!“- განაცხადა ბუჩუკურმა.