მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მასშტაბით, „ოცნებამ“ 46,65% მიიღო, ენმ-მ - 30,7% - დათვლილია ხმების 99,92%

6159771239163
თელარა გელანტია
03.10.21 14:33
6511
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 743 საარჩევნო უბნიდან  3 740 უბანია დათვლილი, რაც საერთო რაოდენობის 99,92%-ს წარმოადგენს. მონაცემებს მხოლოდ 3 შემაჯამებელი ოქმის შედეგი აკლია. 

წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ — 46,65%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 30,7%;
„გახარია — საქართველოსთვის“ — 7,79%;
„ლელო“ — 2,71%;
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ — 1,44%
„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ — 0,85%;
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ — 0,83%;
„ელენე ხოშტარია – დროა“ — 0,62%;
„გირჩი“ — 0,95%;
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ — 1,46%;
„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ — 1,38%;
„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ — 1,66%;
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ — 1,34%.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათი მონაცემები ამ დროისათვის 1%-ზე ნაკლებია.