მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვიცი, დავიბრუნებ კი რეალიზაციის იმ 40%-ს, რაც შაბათ-კვირამ დამაკარგვინა"– ICR GROUP

60366d2a30cd7
ელენე გოგბერაშვილი
24.02.21 23:45
1117
საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული შეზღუდვების შემსუბუქება სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებსაც შეეხო. როგორც ცნობილია, აქამდე მათ შაბათ-კვირას საქმიანობის უფლება არ ჰქონდათ, ეს შეზღუდვა 8 მარტიდან მოიხსნება. მიუხედავად ამისა, რითეილ-სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება ე.წ კომენდანტის საათის მოხსნა, რადგან როგორც ამ სექტორში ამბობენ, გაყიდვების დიდი ნაწილი სწორედ საღამოს საათებზე მოდის.

„აქამდე რატომ იყო შეზღუდული შაბათ-კვირას მუშაობა, ჩემთვის გაუგებარია. ასევე კომენდანტის საათის არგადაწევის მიზეზი ჩვენთვის არავის აუხსნია. რა არის პრობლემა, 21 საათის მაგივრად 23 საათიდან რომ დაიწყოს, სად იზრდება რისკი კოვიდის გადაცემის.

ძირითადად ადამიანები სამსახურს ამთავრებენ 6-7 საათზე და დღის განმავლობაში ჩვენთვის კრიტიკული მასა მოდიოდა 6-7 საათის შემდეგ. მთელი კვირის რეალიზაციის 40% მოდიოდა შაბათ-კვირაზე.

როცა თქვენ დაამთავრებთ 7 საათზე სამსახურს და იცით, რომ 21 საათზე კომენდანტი იწყება, ფაქტობივად დრო არ რჩება ისეთი ტიპის პროდუქციის შესაძენად, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ.

დავიბრუნებ კი იმ 40%-ს რეალიზაციისა, რაც შაბათ-კვირამ დამაკარგვინა?! მაგაზე პასუხი არ მაქვს, რადგან არ ვიცი იმ ჯიბეში, საიდანაც ის იხარჯებოდა, რამდენი იქნება გამოყოფილი“, - აცხადებს ICR GROUP-ის ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე.