რითეილ სექტორის წარმომადგენლები პანდემიის მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბაზარმაც არაორგანიზებულიდან ორგანიზებულ ვაჭრობაზე გადასვლა უფრო მეტი სისწრაფით დაიწყო.
"რიტეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორი ამბობს, რომ არაორგანიზებული ვაჭრობას, ბაზრობებზე კიდევ დიდი წილი აქვს, რაც მისი თქმით, დროთა განმავლობაში სავაჭრო მოლების რაოდენობის ზრდის ხარჯზე შემცირდება.
რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ხშირად სავაჭრო ცენტრებში შესაბამისი კომერციული ფართის მოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
“ორგანიზებული რითეილი იზრდება. რომ ნახოთ სტატისტიკა, არაორგანიზებული რითეილი კვლავ უფრო დიდია ვიდრე ორგანიზებული. ბაზრობების, არაბრენდული მაღალიზიების წილი კი კლებულობს, თუმცა კვლავ მათი წილი მაინც მაღალია. შესაბამისად, დინამიკაში რომ შევხედოთ არაორგანიზებული რითეილი გააგრძელებს კლებას და ორგანიზებული გაიზრდება, სავაჭრო ცენტრების რაოდენობის ხარჯზე.
არის დღეს რამდენიმე ბრენდი, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ შემოგვყავს, რომ არ არსებობს შესაბამისი სივრცე. საუბარი მაქვს დიდ ბრენდებზე, რომლებსაც აქვთ მოთხოვნა 3000 კვ მეტრი ფართის. ასეთ სივრცეებს თავიდანვე ითვალისწინებენ ხოლმე მოლები მშენებლობის ეტაპზე. თუმცა მცირე ფართებზე არის პრობლემა. ფაქტობრივად თავისუფალი ადგილები არ არის. მოთხოვნა დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ რითეილი ვითარდება. ბათუმის გრანდ მოლი, რომელიც მთლიანად დასავლეთ საქართველოზე იმუშავეს, იქნება კარგი დასაწყისი. იგივე ბათუმშიც შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელს კიდევ ერთი მოლი გაჩნდეს ან არსებულები განვითარდეს", - ამბობს იგი.
როგორც ცნობილია, 30 სექტემბერს ბათუმში, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ გაიხსნება, სადაც 100-მდე ბრენდული მაღაზია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ისეთი საერთაშორისო ბრენდები როგორიც არის „ზარა,“ „მასიმო დუტი,“ „მანგო“ და სხვა.
„რიტეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილის ინფორმაციით, კომპანია რეგიონში 10 საერთაშორისო ბრენდს წარადგენს.