მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა ჩვენი საინვესტიციო გარემო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს" - გახარია ფრონტერაზე

5f1a94f6c14c5
ინგა მურუსიძე
24.07.20 12:36
1024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ფრონტერას' განცხადებას ეხმაურება და იმ გადაწყვეტილებას განმარტავს, რომლითაც საქართველოს მთავრობა აღარ მოშლის „ფრონტერასთან” კონტრაქტს, რომელსაც ვადა 27 ივლისს გასდიოდა. 

"ფრონტერასთან" მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველოს ამ გადაწყვეტილების შედეგად აქტივის 99% მთვარობამ დაიბრუნა, ხოლო 1%, რომლის დაბრუნებაზეც საქართველოს პროცესის დაწყება შეეძლო, დაწყებაზე ვთქვით უარი, რადგან დღეს ჩვენთვის საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს გარემო არის მნიშვნელოვანი, არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ეს გარემო დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა სტრატეგიული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. იქ არიან ქართველი დასაქმებულები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და მათი ინტერსებიც უნდა იყოს გათვალისწინებული', - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის სამინიტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, შესაძლებლობა მისცენ კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია, სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერამ”, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

დღესვე ეკონომიკის სამინისტროს საპასუხო განცხადება გაავრცელა თავად Frontera-მაც.
კომპანია აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება Frontera-სთან არ მოშალოს ხელშეკრულება, შეცდომაში შემყვანია და სინამდვილეში მთავრობას არ გააჩნია არანაირი იურიდიული საფუძველი იმისთვის, რათა მათთან კონტრაქტი მოშალოს.