მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არის სპეციალობები, რომლის კადრებსაც ქვეყანაში ვერ ვპოულობთ " - Helios energy

63d13befbc2eb
მარიამ იზორია
25.01.23 23:27
2729
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განხილულ საკითხთა შორის განახლებადი ენერგია იყო. ფორუმზე ითქვა, რომ სექტორი ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. უფრო ზუსტად, მსოფლიოში განახლებადი ენერგიის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი ამ დროისთვის 12 მილიონს ცდება, 2030 წლისთვის კი ეს რიცხვი 38 მილიონს მიაღწევს.

საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მიმართულებით? - ქართული კომპანიების თქმით, საქართველოში სექტორმა ბოლო 3 წლის განმავლობაში 200 სამუშაო ადგილი შექმნა და მომდევნო წლებში სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

თუმცა კომპანია „ჰელიოს ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით კადრების დეფიციტია და არსებობს სპეციალობები, რომლებზეც კადრების მოძიება საერთოდ ვერ ხერხდება.

„საქართველოში ამ სექტორმა 2-3 წლის განმავლობაში მინიმუმ 200 ადამიანი დაასაქმა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ განახლებადი ენერგია საქართველოსთვის ახალია, კადრების ნაკლებობაა. ამ მიმართულებით ქვეყანაში სამუშაოა, რათა ფეხი შევუწყოთ ტექნოლოგიურ განვითარებას და ქვეყანაში კვალიფიციური კადრები გვყავდეს, ამასთან უნდა ვიზრუნოთ, რომ ისინი ევროპაში სამუშაოდ არ გაიქცნენ.

არის სპეციალობები, რომლის კადრებსაც ვერ ვპოულობთ ქვეყანაში. მაგალითად, იშვიათია ელექტროსადგურების დამპროექტებლის მცოდნე ადამიანი, ენერგო არქიტექტორები და ა.შ“ - ამბობს Helios energy- ის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია.