მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არქი": რუსების მხრიდან ბინის ყიდვაზე მოთხოვნა ჩვენთან არ შეინიშნება

623310c8c8c1e
თათია ჩაფიჩაძე
17.03.22 21:39
1302
დეველოპერულ კომპანია „არქიში“ რუსების მხრიდან ბინების ყიდვაზე მოთხოვნა არ ფიქსირდება. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეები ბინებს ყიდულობდნენ, თუმცა დღეს სავარაუდოდ გადარიცხვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ეს მოთხოვნა შემცირებულია.

„ზოგადი გაყიდვები ჯერ არ შემცირებულა, გაზრდილი ფასი ჯერ არ გვაქვს და მოთხოვნა აქტიურია. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების მიერ მოთხოვნას, არ ვიცით ჩვენს კომპანიაში არ ხდება თუ სხვაგანაც ასეა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთან რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბინის შესყიდვები არ ფიქსირდება.

ზოგადად ეთნიკურად ძალიან ბევრი ქართველია, ვინც ყიდულობდა ჩვენს პროექტებში ბინებს, დღეისათვის როგორც ჩანს გადარიცხვების პრობლემების გამო არ არის მოთხოვნა. რაც ჩვენ მოვიკითხეთ უფრო ქირაობაზეა დატვირთვა და არა ყიდვაზე.“ - განაცხადა ხეცურიანმა.