მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არქი": უძრავი ქონების ბაზარზე ფასის მცირედ ცვლილებას ველოდებით

64759c23ad0c6
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.23 11:07
8727
„არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი უძრავი ქონების ბაზარზე, უახლოეს მომავალში ფასის მცირე ზრდას ელის. ამის შესახებ მან bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეველოპერული სექტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პოსტპანდემიურ გარემოსა და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში მშენებლობის თვითღირებულება მნიშვნელოვნად გაძვირდა.

„სულ მალე ძალაში ენერგოეფექტურობის კანონი შევა. უნდა აღვნიშნო, რომ "არქი" 10 წელზე მეტია ენერგოეფექტური ბლოკით აშენებს, ამიტომ ჩვენთვის თვითღირებულება არ გაიზრდება. თუმცა ეს ბაზარზე, სავარაუდოდ, ფასებს გაზრდის, რადგან კომპანიების უმეტესობა ენერგოეფექტური მასალებით არ აშენებს, ამიტომ თვითღირებულება გაიზრდება. ამასთან, სავარაუდოა, თუ ბაზარზე მოთხოვნა იქნება, რაც ფასის განმაპირობებელია, უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება“, - განაცხადა ხეცურიანმა.

ცნობისთვის: TBC Capital-მა სამშენებლო სექტორის გზამკვლევის მიხედვით, 2022 წელს დეველოპერული პროექტების 1 მ²-ის ასაშენებლად გაწეული ხარჯი თბილისის შემთხვევაში $546-ს, ბათუმში კი $502-ს გაუტოლდა. შერჩეულ დეველოპერულ პროექტებში საცხოვრებელი ფართის 1 მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი კი თბილისში 1,092 დოლარი, ხოლო ბათუმში 1,159 დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები