მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთი ნაბიჯი გადადგა ბევრმა ქვეყანამ, ახლა ჩვენი ჯერია" - მამუკა ხაზარაძის ინიციატივა

6217b8dc95c30
BM.GE
24.02.22 21:35
1679
მივმართავ პარლამენტარებს იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება, დაიხუროს რუსული და იმ ადგილობრივი არხების მაუწყებლობა, რომელიც ძირგამომთხრელ აგიტაციას ეწევა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

„დღეს, როდესაც უკრაინაში რუსეთის არმია თავის აგრესიას ახორციელებს, საქართველოში სხვადასხვა პირის, ტელეარხისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ მიმდინარეობს რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდა; რუსული რბილი ძალა აქ უკვე წლებია აქტიურად მუშაობს ჩვენი მოქალაქეების ტვინების გამორეცხვაზე და ამას ჩვენი მოქალაქეების ხელით ახორციელებს.

ხვალ პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის საგანგებო სხდომაა; მივმართავ პარლამენტარებს იმსჯელონ ამ საკითხზე და მიიღონ გადაწყვეტილება დაიხუროს რუსული და იმ ადგილობრივი არხების მაუწყებლობა, რომელიც ძირგამომთხრელ აგიტაციას ეწევა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასეთი ნაბიჯი გადადგა ბევრმა ქვეყანამ, ახლა ჩვენი ჯერია!“ , - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.