მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასტრაზენეკას" 43 000 დოზა ივნისის ბოლომდე შემოვა - გაბუნია

60c85a346ff60
ინგა მურუსიძე
15.06.21 12:00
409
"ივლისიდან გვექნება საკმარისი დოზები იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდეს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინების შემოსვლის კონკრეტულ თარიღზე ვერ ისაუბრებს იქამდე, ვიდრე აეროპორტში შემოსვლის ზუსტი თარიღი არ ეცოდინებათ.

"ივლისში გვექნება ვაქცინების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ვაქცინაციის გაფართოებული კამპანია დავიწყოთ. მიმდინარე თვის ბოლომდე შემოვა 43 ათასი დოზა "ასტრაზენეკა" და ვისაც მეორე დოზაზე რეგისტრაცია უწევს, 22 ივნისიდან ადგილები დაემატება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, "სინოვაკი", "სინოფარმი" და "ფაიზერი" ქვეყანაში შემოვა ზაფხულში, თუმცა თამარ გაბუნია მეტი დეტალის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.